Tbilisi Yoga Loft & Villa
წესები და პირობები
მოვაჭრის დასახელება: ი/მ ეკატერინა სოდერსტრომ
საიდენტიფიკაციო კოდი: 305380744
მისამართი: ქ. თბილისი, შალვა რადიანის 14 (ვაკე)
ტელეფონი: +995 555 277 258
ელ. ფოსტა: namaste@tbilisiyoga.com


საგარანტიო პირობები

  • მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გაუწიოს მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი მომსახურება.

  • მომხმარებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილების ან ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში მოვაჭრეს უნდა განუსაზღვროს მომსახურების გაწევის/ნაკლის აღმოფხვრის გონივრული დამატებითი ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, მომსახურების ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

  • დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოვაჭრის ხარჯით მომსახურების გაწევა ან ნაკლის აღმოფხვრა სხვა პირს შესთავაზოს;
  • მოითხოვოს მომსახურების ფასის ადეკვატური შემცირება;
  • უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  • დამატებითი ვადის განსაზღვრა სავალდებულო არ არის, თუ აშკარაა, რომ ამას არავითარი შედეგი არ ექნება, ან მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულება მომსახურების დროულად მიღებას დაუკავშირა.

  • თუ მოვაჭრემ დროულად არ დაიწყო მომსახურების გაწევა ან მომსახურების პროცესი უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც მომსახურების დათქმულ ვადაში გაწევას შეუძლებელს ხდის, მოვაჭრეს არ აქვს უფლება, მოითხოვოს მომსახურების პროცესში გაწეული ხარჯების ანაზღაურება, აგრეთვე გაწეული მომსახურების საზღაური, თუ მომხმარებელმა ხელშეკრულების ნაწილობრივი შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა.

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, მომსახურების მიღებიდან 2 წლის განმავლობაში. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.


დისტანციურ ხელშეკრულებაზე უპირობოდ უარის თქმა

  • მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე, მომსახურების შეძენიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

  • მოვაჭრე ვალდებულია 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა.

  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

  • მომხმარებლის მიერ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს დაკავშირებული ხელშეკრულებიდან მის გასვლას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას.

  • ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ქარწყლდება მხარეების მიერ დისტანციური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო ის, რაც მხარეებმა მისი შესრულებით მიიღეს, მათ უბრუნდებათ.

  • მომხმარებელს არ აქვს უფლება, უპირობოდ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ მოვაჭრემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.

მომსახურებაზე უპირობოდ უარის მოთხოვნით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს განცხადებაზე უარის თქმის ფორმა (იხ. უარის თქმის ფორმა ქვემოთ) და გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: namaste@tbilisiyoga.com

უარის თქმის ფორმა:
  •  მომხმარებლის სახელი:
  • საქონლის შეკვეთის თარიღი:
  • შეკვეთის მიღების თარიღი:
  • მომხმარებლის მისამართი:
  • მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული):
  • ფორმის შევსების თარიღი: